ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

George Gach
Apr 3, 2017
  • 4.3 MB

    파일 크기

  • Android 4.1+

    Android OS

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 정보

그루지야 알파벳의 모든 문자에 대한 유일한 키보드가 지원됩니다!

჻ გაითვალისწინეთ, რომ კლავიატურა შეიქმნა მხოლოდ ქართული ანბანის ენთუზიასტებისთვის და არ ითავსებს უნივერსალური კლავიატურის სხვადასხვა ფუნქციებს (ემოჯი, სიტყვების კარნახი...) რასაც სხვა თანამედროვე კლავიატურები უზრუნველყოფენ.

჻ ანბანის კლავიატურა იდეალურად მუშაობს Gboard-თან ერთად

* * *

Anbani.ge წარმოგიდგენთ - პირველ სრულ ქართულ კლავიატურას Unicode®-ის ყველა ქართული წარმოშობის სიმბოლოს მხარდაჭერით.

ანბანის კლავიატურის მიზანია ქართული ანბანის სრული ინტეგრაცია არსებულ ციფრულ რეალობაში. იგი შეიცავს სხვადასხვა სტილის როგორც ერთ-რეგისტრიან (უნიკამერულ) ისევე ორ-რეგისტრიან (ბიკამერულ) გაწყობებს, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება და აქამდე არ არსებობდა მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა.

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" - ამ დევიზით შევიდა ქართული ანბანი იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა რიგებში. ანბანის კლავიატურაც სწორედ იმ ქართველი ენთუზიასტებისთვისაა, რომელთა სურვილია ამ კულტურის მთლიანობის დაცვა და ხელშეწყობა.

ანბანის კლავიატურის ღირსშესანიშნაობები

჻ სრული ქართული ანბანის პაკეტი

჻ მაქსიმალურად გამარტივებული საინსტალაციო პროცესი (დეტალური ვიდეო ინსტრუქციით)

჻ მატერიალური დიზაინის სასიამოვნო იერი

჻ გამორჩეული სიმჩატე და წარმადობა ძველ ანდროიდ მოწყობილობებზეც კი

ანბანის კლავიატურა შეიცავს შემდეგ გაწყობებს

჻ სრული მხედრული

჻ ასომთავრული

჻ სასწავლო ასომთავრული - პატარა მხედრული აღნიშვნებით (იხ. სურათებში)

჻ სასწავლო ნუსხური -

჻ ლათინური

჻ კირილიცა (რუსული)

ანბანის მეშვეობით შესაძლებელია ორ-რეგისტრიანი (ბიკამერული) წერაც. მაღალი რეგისტრი აქტიურდება Shift ⬆ ღილაკით.

჻ ასომთავრულ-მხედრული (შანიძისეული - Ⴀნბანი)

჻ ასომთავრულ-ნუსხური (ხუცური - Ⴀⴌⴁⴀⴌⴈ)

ანბანის კლავიატურა აღჭურვილია ძველ-ქართული და მეგრულ-ლაზურ-სვანური სიმბოლოებითაც. მათი აქტივაცია ნებაყოფლობითია კლავიატურის პარამეტრებიდან.

თუ დამატებითი კლავიატურების აქტივაციისას შეგექმნებათ პრობლემა, მიმართეთ "ვიდეო ინსტრუქციას" (მთავარი მენიუდან) ადაპტირებული თქვენი ოპერაციული სისტემისთვის. ფუნქციური კლავიშების შესაძლებლობების სანახავად გახსენით "ღილაკების აღწერა".

❗ Huawei-ის ზოგიერთი მოდელის კლავიატურის სისტემური იმპლემენტაცია არასრულია რის გამოც ანდროიდ სტანდარტების კლავიატურები სწორად არ მუშაობენ (Gboard, AOSP Keyboard). ანბანის კლავიატურა ანდროიდ სტანდარტების მიხედვითაა აგებული რის გამოც დამატებითი კლავიატურების არჩევისას მენიუ ცარიელია. სამწუხაროდ, პრობლემის სტანდარტული გადაწყვეტა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

჻ პროექტის ავტორი - გიორგი გაჩეჩილაძე © anbani.ge

჻ კითხვებისა და კლავიატურის დახვეწის რჩევების შემთხვევაში დამიკავშირდით 📧 [email protected]

더 보기

What's new in the latest 1.0.4.Release

Last updated on 2017-04-03
მეგობრებო, შეფასების დატოვებამდე გთხოვთ გადაიკითხოთ აპლიკაციის აღწერა და მიზანი რასაც იგი ემსახურება. გმადლობთ!

* * *

Ⴅ.1.0.4
჻ დაემატა სასწავლო ნუსხა-ხუცური და კირილიცა (რუსული) კლავიატურები
჻ სხვა წვრილმანი ცვლილებები და შესწორებები

წინა ვერსიები
჻ დაემატა ტაქტილური უკუკავშირი (ვიბრაცია) კლავიშების აკრეფისას
჻ დაემატა დაინსტალირების ვიდეო ინსტრუქცია
჻ დაემატა სასწავლო (ასომთავრული) კლავიატურა
더 보기

비디오 및 스크린 샷

  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 포스터
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 1
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 2
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 3
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 4
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 5
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 6
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge 스크린샷 7

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge apk 정보

최신 버전
1.0.4.Release
카테고리
생산성
Android OS
Android 4.1+
파일 크기
4.3 MB
개발자
George Gach
APKPure에서 안전하고 빠른 APK 다운로드
APKPure는 바이러스 없는 ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge APK 다운로드를 위해 서명 확인을 사용합니다.
APKPure 아이콘

APKPure 앱을통한매우빠르고안전한다운로드

한번의클릭으로 Android에 XAPK/APK 파일을설치할수있습니다!

다운로드 APKPure
thank icon
사용자 환경을 개선하기 위해 이 웹 사이트의 쿠키 및 기타 기술을 사용합니다.
이 페이지의 링크를 클릭하면 당사의 개인 정보 보호 정책쿠키 정책에 동의하는 것입니다.
더 알아보기